ახალი ამბები

ლარი დოლართან და ევროსთან 19 თეთრით გამყარდა

27 მარტი, 2020 • 971
ლარი დოლართან და ევროსთან 19 თეთრით გამყარდა

ეროვნული ვალუტა,  28 მარტის ოფიციალური  გაცვლითი კურსით, აშშ დოლართან ხანგრძლივი გაუფასურების შემდეგ 19 თეთრით გამყარდა.

სხვაობამ წინა დღის კურსთან შედარებით 0.1946 ლარი შეადგინა და 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2896 ლარი გახდა.

რაც შეეხება ევროს, ლარმა გამყარება ევროსთან მიმართებითაც განიცადა 19 თეთრით. 1 ევროს ღირებულება ოფიციალური კურსით 3.6232 ლარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი