შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო 3 პირი 3 000 ლარით დააჯარიმეს და საკარანტინო ზონაში იძულებით გადაიყვანეს.
შემთხვევა იმერეთში, მცხეთა-მთიანეთსა და გურიის რეგიონებში მოხდა.
„ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი, რომლის დარღვევაც გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას“, – წერს უწყება.
საქართველოში, 27 მარტის შუადღის მონაცემებით, კორონავირუსის 81 შემთხვევა დასტურდება, აქედან გამოჯანმრთელებულია – 13. ეს ნიშნავს, რომ აქტიური პაციენტი ანუ ადამიანი, ვინც ახლა საავადმყოფოებში ვირუსს ებრძვის, არის 68.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 505 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 247.