თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხები მიიღეს და სამხედრო მოსამსახურეებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ ამ დრომდე კორონავირუსით არცერთი სამხედრო პირი არ არის ინფიცირებული.
უწყების ცნობითვე, 25 მარტს საუნივერსიტეტო კლინიკაში გრიპის სიმპტომატიკით შეყვანილი 5 სამხედრო გორში, სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს და მკურნალობას იქ გააგრძელებენ.
25 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერისტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, საუნივერსიტეტო კლინიკაში გრიპის მსგავსი სიმპტომებით 5 სამხედრო შეიყვანეს და მათთვის კორონავირუსზე ტესტის ჩატარება გადაწყდა.






