ახალი ამბები

დისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ქუთაისში ერთი პირი დააკავეს

26 მარტი, 2020 • 1033
დისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ქუთაისში ერთი პირი დააკავეს

ქუთაისში ოჯახის წევრისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ბრალდებულმა საკუთარ დას 4 დღის განმავლობაში აღუკვეთა თავისუფლება:

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, საკუთარ ბინაში, 4 დღის განმავლობაში უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება ამავე ბინაში მცხოვრებ დას და სახლიდან გასვლის ნებას არ აძლევდა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული დანაშაულის ადგილზე, მისსავე საცხოვრებელ სახლში დააკავეს”, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, გამოძიება ოჯახის წევრისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. ბრალი 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი