ახალი ამბები

აშშ-მა ნიკოლას მადუროს ნარკოტერორიზმის ბრალი წაუყენა

26 მარტი, 2020 • 1257
აშშ-მა ნიკოლას მადუროს ნარკოტერორიზმის ბრალი წაუყენა

აშშ-მა ვენესუელას პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს ნარკოტერორიზმის ბრალდება წაუყენა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ინფორმაცია აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა გაასაჯაროა. ამასთან, აშშ-მა 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით ჯილდო დააწესა ინფორმაციისთვის, რომელიც მადუროს დაკავებას შეუწყობს ხელს.

გენერალური პროკურორის განცხადებით, ბრალდებებს შორის, რომლებიც მადუროს ოფიციალურად წაუყენეს, ნარკოტერორიზმს და იარაღთან დაკავშირებულ კანონდარღვევებს მოიცავს. აღნიშნული ბრალდება მინიმუმ 50 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მისი თქმით, ბრალდება ასევე ითვალისწინებს შეთქმულებას კოლუმბიის რევოლუციურ შეიარაღებულ ძალებთან, რომელთან ერთადაც, ბრალდების მიხედვით ვენესუელიდან აშშ-ში 200-250 ტონა კოკაინი შეიტანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი