ახალი ამბები

ახალქალაქში, ენზელ მკოიანის სახლთან სროლაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

26 მარტი, 2020 • 2299
ახალქალაქში, ენზელ მკოიანის სახლთან სროლაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ახალქალაქში, “ქართული ოცნების” დეპუტატის, ენზელ მკოიანის სახლთან ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

როგორც ადგილობრივი გამოცემა “სამხრეთის კარიბჭე” წერს, შემთხვევა დღეს, 26 მარტს, დაახლოებით 15:00 საათზე მოხდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ უწყება მომხდარს იძიებს ორი მუხლით, 126- 1-ლი პრიმა ნაწილის”ბ” ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც  ჯგუფურად განხორციელებულ ძალადობას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი