ახალი ამბები

14 დღის ჩვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ის უკეთაა – ექიმი

26 მარტი, 2020 • 1517
14 დღის ჩვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ის უკეთაა – ექიმი

14 დღის ჩვილს, რომელიც კორონავირუსის ეჭვით თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავსეს – COVID 19 არ დაუდასტურდა.

ამის შესახებ ჟურნალისტებთან ექიმმა ლალი ტურძელაძემ განაცხადა.

„მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, გუშინ, როდესაც ბავშვი შემოიყვანეს, მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო, ახლა კი შეიძლება ითქვას, რომ ის საშუალო სიმძიმისაა, ანუ დინამიკა დადებითია.

ჩვენ ოჯახის წევრებიდან ასევე ვიცით, რომ ბავშვის დედის მდგომარეობაც გაუმჯობესდა, მას აღარ აქვს ტემპერატურა. გარდა ამისა, ბავშვს გუშინ აღებული ტესტით კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ტესტი უარყოფითი იყო“, – ამბობს ტურძელაძე.

24 მარტს მარნეულიდან თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ახალშობილი გადაიყვანეს. სიმპტომებიდან გამომდინარე ექიმებს ეჭვი კორონავირუსზე ჰქონდათ. ნიმუშები შემდგომ ლუგარში გადაიგზავნა, საიდანაც, როგორც ლალი ტურძელაძე ამბობს, უარყოფითი პასუხი მოვიდა.

26 მარტის დილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 77 შემთხვევა დასტურდება, აქედან გამოჯანმრთელებულია – 10.

მასალების გადაბეჭდვის წესი