ახალი ამბები

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 77-მდე გაიზარდა

26 მარტი, 2020 • 769
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 77-მდე გაიზარდა

26 მარტის 10 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 2 შემთხვევა დაფიქსირდა და დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 77-მდე გაიზარდა.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს უთხრა, მათგან 34 მკურნალობას თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადის. 10 კი გამოჯანმრთელდა და საავადმყაფო დატოვა:

“რამდენიმე დღეა, ჩვენ გვყავს სამი მძიმე პაციენტი, ორი ახალი პაციენტიდან გუშინ დაგვემატა ერთი ახალი პაციენტი, რომლის მდგომაროებაც არის მძიმე. სიმძიმეს განაპირობებს ორმხრივი პნევმონია და ასევე თანარსებული დაავადება რკინადეფიციტური მძიმე ანემიის სახით, რომელიც არსებულ სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს. მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და თუ ასე დარჩება, ალბათ, გამოსავალი კეთილსაიმედო უნდა იყოს.

დანარჩენი სამი პაციენტის შესახებ: ქალბატონს, რომელსაც პნევმონიასთან ერთად ჰიპერტონული დაავადება აქვს, მისი მგომარეობა უკვე რამდენიემ დღეა სტაბილურია და შეიძლება ვთქვათ, რომ ალბათ გადაილახა სიმძიმის პერიოდი. ხოლო ორი პაციენტი, ერთი ასაკოვანი ქალბატონი, რომელთანაც გვაქვს მძიმე სიტუაცია იმ მხრივ, რომ თანარსებული დაავადებაა გულის უკმარისობა, მძიმე ნევროლოგიური დაავადება და სეფსისი, ჯერეჯრობით მძიმე მდგომაროება რჩება. მესამე მძიმე ავადმყოფი კი არის დიაბეტის ფონზე განვითარებული მძიმე პნევმონია” ,- ამბობს ეზუგბაია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი