ახალი ამბები

საუნივერსიტეტო კლინიკაში გრიპის მსგავსი სიმპტომებით 5 სამხედრო შემოვიდა – ექიმი

26 მარტი, 2020 • 38045
საუნივერსიტეტო კლინიკაში გრიპის მსგავსი სიმპტომებით 5 სამხედრო შემოვიდა – ექიმი

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერისტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის  განცხადებით, საუნივერსიტეტო კლინიკაში გრიპის მსგავსი სიმპტომებით 5 სამხედრო შეიყვანეს, რომლებიც უკვე ხვალ დილით კორონავირუსზე შემოწმდებიან:

“რამოდენიმე საათის წინ ჩვენს კლინიკაში ხუთი სამხედრო პაციენტი შემოვიდა, რომლებსაც აღენიშნებოდათ გრიპი და გრიპის მსგავსი სიმპტომატიკა. ზედა სასუნთქი გზების გამოვლინებებით. ამ ეტაპზე მათ ყველა კლინიკურ-ლაბორატირიული კვლევა უტარდებათ. ხვალ ასევე კორონავისზე ჩაუტარდებათ ტესტი ლუგარის ცენტრში. ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა სტაბილურია”.

25 მარტისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 75 შემთხვევაა დადასტურებული, კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252 პირი იმყოფება. ქვეყანაში გამოჯანმრთელების 10 შემთხვევაა დაფიქსირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი