ახალი ამბები

StopCov-ის სახელმწიფო ფონდში 50 ათასი გადავრიცხეთ – “ტოიოტა კავკასია”

25 მარტი, 2020 • 885
StopCov-ის სახელმწიფო ფონდში 50 ათასი გადავრიცხეთ – “ტოიოტა კავკასია”

„ტოიოტა კავკასიის” ინფორმაციით, კორონავირუსთან საბრძოლველად მთავრობის მიერ შექმნილ ფონდში 50 ათას ლარს ჩარიცხავენ. კომპანიაში თანხის სახელმწიფო ფონდში გადარიცხვას ამ ვითარებაში გამოჩენილი სოციალური პასუხისმგებლობით ხსნიან.

“ტოიოტას ოფიციალურმა წარმომადგენლობამ კავკასიის რეგიონში „ტოიოტა კავკასიამ“ სამოქალაქო და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყანაში გავრცელებულ კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად, StopCov-ის სახელმწიფო ფონდში 50 000 ლარი ჩარიცხა.

ეს არის ის მცირედი, რითაც დღეს ჩვენ შეგვიძლია აღნიშნულ რთულ ვითარებაში თანადგომა გამოვხატოთ, თუმცა მთავარი, რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანის სოციალური პასუხისმგებლობაა. ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საზოგადოების თითოეულ წევრს, მაქსიმალურად გაითვალისწინოს ყველა რეკომენდაცია”,- აცხადებენ კომპანიაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი