ახალი ამბები

ლარი დოლართან თითქმის 1 თეთრით გაუფასურდა

25 მარტი, 2020 • 973
ლარი დოლართან თითქმის 1 თეთრით გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის 26 მარტის ოფიციალური გაცვლითი კურსით ლარი აშშ დოლართან თითქმის 1 თეთრით გაუფასურდა.

კერძოდ, 1 აშშ დოლარის ღირებულება 0.0082 ლარით გაიზარდა და 3.4576 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, 26 მარტის ოფიციალური კურსით ლარი ევროსთან 0.0066 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ღირებულებამ 3.7370 ლარი შეადგინა.

მანამდე, 25 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი