ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“თურქეთში მოგზაურობის შემდეგ რუსები ჩვენთან ჩამოდიან” – სოხუმში სასტუმროს მფლობელი

25 მარტი, 2020 • 1828
“თურქეთში მოგზაურობის შემდეგ რუსები ჩვენთან ჩამოდიან” – სოხუმში სასტუმროს მფლობელი

“ტურისტები სირცხვილის გარეშე ჰყვებიან, რომ ერთი კვირის წინ დაბრუნდნენ თურქეთიდან და არ სურთ საკუთარ სახლებში კარანტინში ჯდომა, რადგან იქ ყველაფერი დაკეტილია, აქ კი შეიძლება სეირნობა, ზღვის ხედითა და გაზაფხულის დადგომით ტკბობა”, – ამბობს სოხუმში სასტუმრო “რიწის” მფლობელი მარინა ბუტბა.

“იმის მიუხედავად, რომ ჩემი შემოსავალი ტურისტებზეა დამოკიდებული, მომხრე ვარ, საერთოდ დახურონ საზღვარი. სჯობს ახლა ავირიდოთ ეპიდემია, ვიდრე სეზონზე დავიხუროთ”.

დღეიდან, 25 მარტიდან, საქმიანობას შეწყვეტენ მდინარე ფსოუსთან საზღვარზე არსებული მაღაზიები. გამშვებ პუნქტზე აღარ გაატარებენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, თუმცა საზღვარი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს. რუსეთის პასპორტის მქონე მოქალაქეებს [ასეთი აფხაზეთის მოსახლეობის თითქმის, 90%-ია] გამშვები პუნქტის გადაკვეთა ჩვეულებრივად შეეძლებათ.

შემზღუდავი ზომების მიღების დადგენილებაში წერია, რომ 25 მარტიდან, ტურისტული მიზნებით, აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაც აიკრძალება. მაგრამ აფხაზეთში ამ დროისთვის უკვე იმყოფება ასეულობით რუსი, რომელიც საკუთარ ქალაქში არსებულ კარანტინს გამოექცა.

ამასობაში, ფეისბუკის მომხმარებლების აფხაზურ სეგმენტში აქტიურობენ მოქალაქეები, რომლებიც რუსეთთან საზღვრის სრულად ჩაკეტვას მოითხოვენ. ლანა ცაავა და დამე ჯონუა აღნიშნული პეტიციის ავტორები არიან. ამ ეტაპზე პეტიციას დაახლოებით 700 ადამიანი აწერს ხელს.

 

აფხაზი ექიმები აცხადებენ, რომ COVID-19-ის გავრცელების შემთხვევაში უძლურები იქნებიან

 

მასალების გადაბეჭდვის წესი