ახალი ამბები

პრინც ჩარლზს კორონავირუსი დაუდგინდა

25 მარტი, 2020 • 1470
პრინც ჩარლზს კორონავირუსი დაუდგინდა

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრინც ჩარლზს კორონავირუსი დაუდგინდა.

ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. როგორც ბრიტანული მედია წერს, 71 წლის პრინცს დაავადების მსუბუქი სიმპტომები აქვს და სხვა მხრივ “კარგ ჯანმრთელობას ინარჩუნებს”.

გამოცემის ცნობით, ამ ეტაპზე უცნობია, ვისგან გადაედო ვირუსი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრს. თვითიზოლაციაში იმყოფება პრინცის ცოლი კამილაც. ტესტი მასაც ჩაუტარეს, მაგრამ ამ ეტაპზე პასუხი უარყოფითი იყო. სამეფო სახლში განმარტავენ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში უელსის პრინცი სახლიდან მუშაობდა.

ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 167 დადასტრუებული შემთხვევაა. ქვეყანაში გამკაცრებულია ზომები დაავადების გავრცელების შესაფერხებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი