ახალი ამბები

იმნაძე: კონტაქტების შეზღუდვა მეგობრებსაც ეხება

25 მარტი, 2020 • 1248
იმნაძე: კონტაქტების შეზღუდვა მეგობრებსაც ეხება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ მაქსიმალურად შეზღუდონ ახლო კონტაქტები, მათ შორის, მეგობრებთანაც.

იმნაძე აღნიშნავს, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელებული კლასტერები საქართველოში ძირითადად ოჯახის წევრებსა და სამეგობროებს შორის გვხვდება:

“სამწუხაროდ, კონტაქტების შეზღუდვა მეგობრებსაც ეხება, რადგანაც დღეს ჩვენ რა შემთხვევებიც გვაქვს საქართველოში, ძირითადად ეს არის ან ოჯახური, ან სამეგობრო წრეში გავრცელებული კლასტერები. ეს არ ნიშნავს, რომ ოჯახის წევრები ერთმანეთს არ უნდა ელაპარაკონ, მაგრამ თვითიზოლაციაში როცაა, მით უმეტეს, ადამიანი, მაქსიმალურად უნდა შევამციროთ ახლო კონტაქტები, როგორც ოჯახის წევრებთან, ასევე მეგობრებთან. ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს არ დაველაპარაკოთ, მაგრამ მანძილი რომ დავიცვათ, ძალიან კარგი იქნება. ეს უნდა იყოს ღია სივრცეში მინიმუმ მეტრ-ნახევარი, დახურულ სივრცეში – 2 მეტრი” ,- ამბობს იმნაძე.

ამ დროისთვის (25 მარტი 13:00 საათი) საქართველოში კონავირუსით ინფიცირების 73 შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 10 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი