დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, საქართველოში COVID 19-ით ინფიცირებულთა საშუალო ასაკი 37 წელია.
„საშუალო ასაკი არის 37 წელი, მაქსიმალური- 82, ხოლო მინიმალური- 2 წელი“, – ამბობს იმნაძე ბრიფიგნზე.
დღეის მონაცემებით [13:00 საათი] საქართველოში კორონავირუსული ინფექციის 73 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 10. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4055 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -252.
ამასთანავე, გუშინ მარნეულიდან თბილისში გადმოიყვანეს 9 დღის ჩვილი, რომელსაც კორონავირუსზე კვლევა უტარდება.