ნეტგაზეთი | ჩვენთან [აშშ-შ] ვირუსი ერთ-ერთ სტიქაროსანს დაუდგინდა – მეუფე საბა ჩვენთან [აშშ-შ] ვირუსი ერთ-ერთ სტიქაროსანს დაუდგინდა – მეუფე საბა – Netgazeti

ჩვენთან [აშშ-შ] ვირუსი ერთ-ერთ სტიქაროსანს დაუდგინდა – მეუფე საბა

ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ეპარქიის მღვდელმთავრის, მეუფე საბას თქმით, ერთ-ერთ სტიქაროსანს ვირუსი დაუდგინდა, რის შემდეგაც მათ მსახურებები შეზღუდეს. ამის შესახებ მღვდელმთავარმა ტელეკომპანია “ფორმულის” ეთერში ისაუბრა:

“არ მინდა, რომ პანიკა შეიქმნას, მაგრამ ჩვენთან ერთ-ერთ სტიქარონს ვირუსი დაუდგინდა, ამიტომ შევზღუდეთ ჩვენ მსახურებები. ჩვენ არ ვიცით, როგორ განვითარდება ვირუსი, ვინ იქნება ხვალ იმ რიგებში, რომელსაც ეს ვირუსი შეხვდება. შესაძლებელია მე ვარ ან სხვა ადამიანია, ამიტომ ერთმანეთი უნდა დავიცვათ… დავრჩეთ სახლში და სახლიდან ვილოცოთ”, – განაცხადა მეუფე საბამ.

რეგულაციების გამო ქართული ეპარქიები აშშ-სა და UK-ში წირვას მრევლის გარეშე ჩაატარებენ

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 15 მარტის 01:00 საათის მონაცემებით 70-ს შეადგენს, აქედან გამოჯანმრთელებულია 9 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 ათასზე მეტი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252 ადამიანი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი