ახალი ამბები

არჩევნების გადავადების საფუძველი ამ მომენტში არ არსებობს – თალაკვაძე

24 მარტი, 2020 • 989
არჩევნების გადავადების საფუძველი ამ მომენტში არ არსებობს – თალაკვაძე

“ამ მომენტისთვის, პრაქტიკულად, არანაირი საფუძველი არ მაქვს იმის სათქმელად, რომ შეიძლება არჩევნების გადავადება მოხდეს”, – განაცხადა თალაკვაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში.

მისი თქმით, მთავრობა მობილიზებულია, რათა საკონსტიტუციო ცვლილებები საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მოხდეს და არჩევნები შეთანხმებული სისტემით ჩატარდეს:

“საკონსტიტუციო ცვლილებთან და კანონმდებლობასთან დაკავშირებით მიღწეულია შეთანხმება და მიღებულია კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. ჩვენ გვქონდა ოპოზიციასთან კონსულტაციები, პირდად მე მოვიწვიე ყველა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი და მათთან ერთად მქონდა განხილვა. ასე რომ, ამ მომენტისთვის არ არსებობს პირდაპირი საფრთხე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება ჩვენ ვერ შევძლოთ.

მაქსიმალურად ვცდილობთ კალენდრის ისე გადალაგებას, რომ ეს ცვლილებები მოხდეს საგაზაფხულო სესიის ფარგლებში. თუ საჭირო იქნება, ვიმუშავებთ ივნისის ბოლომდე და ვიმუშავებთ ივლისშიც, რათა ეს ცვლილებები მივიღოთ და არჩევნები ჩატარდეს შეთანხმებული სისტემით”, – განაცხადა თალაკვაძემ.


ელჩების შუამავლობით გამართული დიალოგის ფარგლებში საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდნენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 1%-იანი ბარიერის პირობებში და 120/30-ზე თანაფარდობით ჩატარდება.

საარჩევნო სისტემაზე მემორანდუმის გარდა, მხარეებმა მიიღეს ერთობლივი განცხადება მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვის მნიშნელობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი