ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმში COVID-19-ის წინააღმდეგ ჯვრებით მსვლელობა გაიმართება

24 მარტი, 2020 • 1295
სოხუმში COVID-19-ის წინააღმდეგ ჯვრებით მსვლელობა გაიმართება

სოხუმში პრორუსული ეკლესიის მრევლი, წინამძღვრის, ბესარიონ აპლიაას კურთხევით, კორონავირუსის წინააღმდეგ ჯვრებით მსვლელობას გამართავს.

“გვინდა, რომ ჯვაროსნული მსვლელობა გავმართოთ კორონავირუსის წინააღმდეგ, რათა ყველა გაერთიანდეს ამ საფრთხის წინაშე და ილოცოს. ჩვენ ამ წინადადებით მამა ბესარიონთან მივედით და მან დაგვლოცა. შემდეგ კვირაში, ხუთშაბათს ან შაბათს, სოხუმის საკათედრო ტაძართან შევიკრიბებით და მთელ ქალაქს მოვივლით”, – ამბობს კორონავირუსის წინააღმდეგ მსვლელობის ინიციატორი თეიმურაზ გერგედავა.

თავად ბესარიონ აპლიაა, ეკლესიის წინამძღვარი აფხაზურ მედიასთან საუბარში ამბობს, რომ ჯვაროსნული მსვლელობა ზოგადად ყველა ვირუსის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

სოხუმის ცნობით, აფხაზეთში ამ ეტაპზე კორონავირუსით დაინფიცირების დადასტურებული შემთხვევა არ არსებობს.

COVID-19-ის წინააღმდეგ თბილისის ქუჩები რამდენიმე დღის წინ აკურთხეს.

დღეს თბილისის ქუჩებს აკურთხებენ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი