ახალი ამბები

მარნეულში “ჯეო ჰოსპიტალის” პაციენტების და პერსონალის პასუხები კორონავირუსზე უარყოფითია – იმნაძე

24 მარტი, 2020 • 1963
მარნეულში “ჯეო ჰოსპიტალის” პაციენტების და პერსონალის პასუხები კორონავირუსზე უარყოფითია – იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, მარნეულში, “ჯეო ჰოსპიტალში” მოთავსებული პაციენტების და პერსონალის ტესტირების პასუხები ცნობილია და ამ ეტაპისთვის ყველა მათგანი უარყოფითია კორონავირუსზე. ამის შესახებ იმნაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“გამოვიკვლიეთ მარნეულში სხვა პაციენტები, რომლებიც “ჯეო ჰოსპიტალში” იყვნენ მოთავსებული, ასევე გამოვიკვლიეთ კლინიკის პერსონალი, ისინი ამ ეტაპზე არიან უარყოფითები კორონავირუსზე ტესტირების შედეგად”, – განაცხადა იმნაძემ.

როგორც ცნობილია, თავდაპირველად სწორედ ამ კლინიკაში მკურნალობდა პაციენტი, რომელსაც მოგვიანებით კორონავირუსი დაუდგინდა. ამჟამად მარნეულსა და ბოლნისში შესვლა/გამოსვლა აკრძალულია.

24 მარტის 14:30 საათის მონაცემებით, საქართველოში სულ დაფიქსირებულია კორონავირუსის 67 შემთხვევა, აქედან 9 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 250-ზე მეტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი