ახალი ამბები

მინისტრი: გეგმური ოპერაციები 4 თვით გადავადდება

24 მარტი, 2020 • 1032
მინისტრი: გეგმური ოპერაციები 4 თვით გადავადდება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი მდგომაროების გათვალისწინებით, გეგმური ოპერაციები 4 თვის ვადით გადაიდება.

ტიკარაძე აღნიშნავს, რომ ცვლილება არ შეეხება გადაუდებელ ოპერაციებს:

“ჩვენ შევიტანეთ ცვლილება და გეგმური ოპერაციები 4 თვით გადავადდება. რა თქმა უნდა, ეს არ შეეხება გადაუდებელ ოპერაციებს” ,- თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.

24 მარტის 13:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 67 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი. ბოლო მონცხემებით საკარანტინო რეჟიმში 4055 პირი რჩება, 252 კი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი