ახალი ამბები

ბესიკ თამლიანი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

23 მარტი, 2020 • 3428
ბესიკ თამლიანი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ნეტგაზეთს თამლიანის ადვოკატმა, ლევან იოსელიანმა განუცხადა.

იოსელიანის თქმით, თამლიანი საპატიმროს 4 000 -ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დღეს დატოვებს.

დაცვის მხარე თამლიანისთვის აღკვეთის შეცვლას წინა სასამართლო სხდომაზეც ითხოვდა, თუმცა მაშინ მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. დღეს კი, როგორც თამლიანის ადვოკატი განმარტავს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა გირაოთი მოსამართლის ინიციატივით შეიცვალა.

სამართალდამცველებმა ბესიკ თამლიანი 20-21 ივნისის საქმეზე 4 ივლისს კიდევ სამ პირთან ერთად დააკავეს.მას ბრალი ედება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა/ორგანიზებაში, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით. ეს მუხლი 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი