ახალი ამბებირეკლამა

ალდაგის ყველა სერვისი ხელმისაწვდომია დისტანციურად

23 მარტი, 2020 • 913
ალდაგის ყველა სერვისი ხელმისაწვდომია დისტანციურად

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, სადაზღვევო კომპანია ალდაგი სრულად დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა. დისტანციური სერვისები ხელმისაწვდომია ალდაგის ნებისმიერი საცალო თუ კორპორატიული მომხმარებლისთვის.

კომპანია შეუფერხებლად შეძლებს მოემსახუროს როგორც ახალ, ისე არსებულ კლიენტებს. ალდაგის ოფისში მიუსვლელად შესაძლებელი იქნება ნებისმიერი იმ სერვისის მიღება, რომელიც კომპანიაში მანამდე იყო ხელმისაწვდომი. შეუფერხებლად განხორციელდება პოლისების გაცემა, განახლება, ზარალის მომსახურება და ა.შ.

ოფისებში კლიენტების მომსახურება დროებით შეჩერებულია სოციალური დისტანცირების აუცილებლობის გამო, თუმცა ალდაგის სატელეფონო ცენტრი (0322) 444999 მუშაობს 24 საათიან რეჟიმში. მომხმარებლებს შეუძლიათ მიმართონ ალდაგს  ნებისმიერი შეკითხვით თუ სერვისის მოთხოვნით ქოლ ცენტრში ან facebook-ის გვერდზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი