ახალი ამბები

RSF: თურქეთში 7 ჟურნალისტი დააკავეს კორონავირუსის გაშუქებისთვის

23 მარტი, 2020 • 2391
RSF: თურქეთში 7 ჟურნალისტი დააკავეს კორონავირუსის გაშუქებისთვის

საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) იუწყება, რომ თურქეთის ხელისუფლებამ 7 ჟურნალისტი დააკავა კორონავირუსის გაშუქების გამო „პანიკის გავრცელების“ ბრალდებით.

„ერთი კვირის განმავლობაში ანტალიაში, ქოჯაელსა და ბართინში შვიდი ჟურნალისტი დააკავეს გარდაცვალების ან დაინფიცირების ახალი შემთხვევების გამოაშკარავებისთვის. მათ „პანიკის გავრცელების“ ბრალდება წაუყენეს. ადგილობრივ ჟურნალისტებს ეკრძალებათ მსგავსი შემთხვევების გამოაშკარავება და ჩამორთმეული აქვთ გადამოწმების საშუალებები“, – წერს RSF ტვიტერზე.

ორგანიზაცია თურქეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, თავი შეიკავოს მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენებისგან და გაამრავლოს წყაროები ინფორმაციის გადასამოწმებლად.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში COVID-19-ით გარდაცვლილთა ოდენობა 30-ია, ინფიცირებულია 1236 ადამიანი. ინფიცირების პირველი შემთხვევა 11 მარტს გამოვლინდა, გარდაცვალებისა – 18 მარტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი