ახალი ამბები

თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა

11 მარტი, 2020 • 2483
თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა.

“მინდა სამწუხარო ინფორმაცია გაგაცნოთ. მოქალაქის ტესტმა, რომელზეც არსებობდა ეჭვი, რომ შეიძლებოდა კორონა ვირუსი ჰქონოდა, დადებითი პასუხი გვიჩვენა. ეს არის ვირუსის დაფიქსირების პირველი შემთხვევა ჩვენს ქვეყანაში,” –  განაცხადა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ ქოჯამ 10 მარტს, გვიან ღამით გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, თურქეთში ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან ჩავიდა და ის რამდენიმე დღის განმავლობაში ჰოსპიტალში იყო მოთავსებული.

ფაჰრეთინ ქოჯამ განმარტა, რომ ვირუსით ინფიცირებულის ოჯახის წევრები იზოლაციაში დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. ჯანდაცვის მინისტრმა მოუწოდა მოსახლეობას, დროებით თავი შეიკავონ ევროპის ქვეყნებში მოგზაურობისგან. ხოლო ისინი, ვინც თურქეთში ბრუნდებიან, 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში დარჩნენ.

კორონავირუსი მსოფლიოს 110 ქვეყანაში 115 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან გარდაიცვალა 4 ათასამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი