თურქეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა იუწყება, Covid-19-ით თურქეთში უკვე 98 ადამიანია დაავადებული. პირველი პაციენტის გარდაცვალების შემდეგ პრეზიდენტმა ერდოღანმა საგანგებო შეხვედრა გამართა.
მსოფლიოში ახალი კორონავირუსული ინფექციით — Covid-19-ით თითქმის 200 000 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან გარდაიცვალა თითქმის 8 000, გამოჯანმრთელდა — თითქმის 82 000.
საქართველოში დადასტურებულია 38 შემთხვევა, 1 261 ადამიანი კარანტინშია, 216 — სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ.