ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ევროკავშირი აფხაზეთში ჩატარებულ არჩევნებს არ ცნობს

23 მარტი, 2020 • 1143
ევროკავშირი აფხაზეთში ჩატარებულ არჩევნებს არ ცნობს

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებულ საზღვრებში. რაც შეეხება ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, აფხაზეთში, 2020 წლის 22 მარტს ჩატარდა, შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და იურიდიულ ჩარჩოებს, რომელშიც ის გაიმართა”, – ნათქვამია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერის განცხადებაში.

ევროკავშირი აცხადებს, რომ გააგრძელებს მისი არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ამ მხრივ სრულად ჩართულია.

ოკუპირებულ აფხაზეთში 22 მარტს დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა, რომელშიც წინასწარი შედეგებით, ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი