ახალი ამბები

ესპანეთში საქართველოს მოქალაქე 65 წლის კაცი გარდაიცვალა COVID-19-ით

23 მარტი, 2020 • 1666
ესპანეთში საქართველოს მოქალაქე 65 წლის კაცი გარდაიცვალა COVID-19-ით

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იუწყება, რომ 22 მარტს ესპანეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა — 65 წლის კაცი.

რამდენიმე დღის წინ ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა — 74 წლის ქალი. 21 დადასტურდა საქართველოს მეორე მოქალაქის გარდაცველება — გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ამავდროულად ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა.


საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 54 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან სამი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 22 მარტს ტესტმა უარყოფითი შედეგი უჩვენა კიდევ ხუთ ადამიანზე.

სტაციონარში 233 ადამიანი რჩება, კარანტინის რეჟიმში — 3254.

22 მარტიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები ჩაიკეტა.

COVID-19-ის გადაცემა მოხდა წლისთავზე – პრემიერი

მასალების გადაბეჭდვის წესი