ახალი ამბები

COVID 19-ის ბოლო შემთხვევის 86 კონტაქტი ვიცით, მაგრამ კიდევ მეტია – გამყრელიძე

22 მარტი, 2020 • 7474
COVID 19-ის ბოლო შემთხვევის 86 კონტაქტი ვიცით, მაგრამ კიდევ მეტია – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის ბოლო ერთი შემთხვევის 86 კონტაქტი იდენფიტიცირებულია.

გამყრელიძე ტელეკომპანია „პირველთან“ საუბარში ამბობს, რომ კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 4 იმპროტირებული შემთხვევაა – ანუ პირს ვირუსი საზღვარგარეთ გადაედო, ერთი პაციენტის მდგომარეობა კი მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„ჩვენი ჯგუფი მუშაობდა იმ საავადმყოფოში [სადაც ზემოხსენებული ინფიცირებულია] და ახლა დაბრუნდნენ ცენტრში. მიმდინარეობს დისკუსია ამ ავადმყოფთან დაკავშირებით და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

უკვე დაახლოებით, 86 კონტაქტია იდენტიფიცირებული ამ ბოლო პაციენტთან დაკავშირებით, მაგრამ კონტაქტები კიდევ მეტია. მათთან მუშაობს შესაბამისი მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი.

ჩვენგან დილას ბრიგადა იყო წასული ყველაზე გამოცდილი ეპიდემიოლოგებით, შესაბამისი რჩევა მიეცა ადგილობრივ მედპერსონალს. საავადმყოფო გადავიდა კარანტინის რეჟიმში. ჩვენ შევიმუშავებთ რეკომენდაციებს და წარვუდგენთ სამინისტროს,“ – ამბობს გამყრელიძე.

საქართველოში ბოლო მონაცემებით კორონავირუსის 54 შემთხვევა ფიქსირდება. აქედან გამოჯანმრთელებულია 3 მოქალაქე.

ამბის გაგრძელება

COVID-19-ის გადაცემა მოხდა წლისთავზე – პრემიერი

მასალების გადაბეჭდვის წესი