22 მარტის დილის [12:17 საათი] მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პარალელურად კარანტინის რეჟიმში 2956 ადამიანი იმყოფება.
ინფორმაცია ამის შესახებ კორონავირუსის პრევენციისთვის სახელმწიფოს მიერ შექმნილ სპეციალურ საიტზე – stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დრომდე ვირუსის 54 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 3.
291 ადამიანი კი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.