ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსის ბოლო 5 შემთხვევიდან ერთ-ერთი ბავშვია.
ეზუგბაია ამბობს, რომ 5 ახალი პაციენტიდან 2 ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ერთ-ერთი მათგანი კი 14 წლამდე მოზარდია.
„ხუთი ახალი პაციენტიდან ორი არის ჩვენს ცენტრში მოთავსებული, ერთი არის ახალი წყაროდან… უკვე აზრი არ აქვს, რომელი ქვეყნიდან – ევროპაა და დამთავრდა. ევროპიდან არის ერთი ახალი შემოტანლი შემთხვევა, მეორე შემთხვევა ჩვენთან მყოფი პაციენტების კონტაქტია და არის ბავშვი.
0-დან 14 წლამდე ასაკის ნებისმიერი პირი ჩვენთვის ბავშვია.. მისი ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე არ არის მძიმე. სულ ჩვენს საავადმყოფოში 5 ბავშვია, ხუთივე მართვას ექვემდებარება,“ – განმარტავს ეზუგბაია.
რაც შეეხება დანარჩენ 3 პაციენტს, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ერთი მათგანი უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია, ორი კი შემოტანილია.
საქართველოში ბოლო ინფორმაციით კორონავირუსის 54 შემთხვევა დასტუდება, აქედან 3 – გამოჯანმრთელდა.