21 მარტს, 19:00 საათის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა ჯამში 5-ით მოიმატა და ამ დროისთვის ქვეყანაში 49 შემთხვევა ფიქსირდება.
კარანტინში 1966 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვლყურეობის ქვეშ კი – 259.
გახარიამ განაცხადა, რომ საქართველო გადადის კორონავირუსის ქვეყნის შიგნით გავრცელების ეტაპზე და ამის თავიდან ასარიდებლად აცხადებენ ერთთვიან საგანგებო მდგომარეობას.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წარდგენიებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. გადაწყვეტილება პარლამენტმა დღესვე უნდა დაამტკიცოს.