ვირჯინიის შტატის პოლიცია მკვლელს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდა. მოგვიანებით ამერიკული პრესა წერდა, რომ უილიამსმა თავი მოიკლა, თუმცა პოლიციამ მათ განუცხადა, რომ ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ვირჯინიის შტატის პოლიციის საგანგებო პრესკონფერენციაზე უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ WDBJ7-ის ყოფილი ჟურნალისტი და თანამშრომლების მკვლელობაში ბრალდებული, ბრიუს უილიამსი მძიმე დაზიენებებით დაიღუპა.
Gunman who killed two US journalists live on air in Virginia confirmed dead after shooting himself, officials say http://t.co/KXuwP8LrTD
— BBC Breaking News (@BBCBreaking) August 26, 2015
This is the suspected shooter, Vester Flanigan, who is also known as Bryce Williams. He is a former WDBJ7 employee. pic.twitter.com/ngXrqHVLmw
— WDBJ7 (@WDBJ7) August 26, 2015
State police just released this picture of the shooter suspected of killing 2 WDBJ7 employees. http://t.co/Fhs7eFJEJW pic.twitter.com/5iVlGGs1RV
— WDBJ7 (@WDBJ7) August 26, 2015
მკვლელობის ამსახველი ვიდეო უილიამსმა ტვიტერზე ატვირთა, თუმცა მისი პირადი ანგარიში სოციალური ქსელიდან მალევე გაუქმდა. ვიდეო ნეტგაზეთის დამონტაჟებულია და ის პირველ გასროლამდე გრძელდება.
როგორც ამერიკული მედია იტყობინება, უილიამსის უკანასკნელი პოსტებიდან მკვლელობის სავარაუდო მოტივიც იკვეთება.
Vester L. Flanagan, also known as Bryce Williams, explains his motive for the shooting http://t.co/NodzwAcvzE pic.twitter.com/8hGehoO6Jv
— NewsOne (@newsone) August 26, 2015
დღეს, 26 აგვისტოს, WDBJ7-ის თანამშრომლები პირდაპირ ეთერში ჩართვისას მოკლეს. ვირჯინიის შტატის ტელევიზიის რეპორტიორ ელისონ პარკერსა და ოპერატორ ადამ ვარდს მათმა ყოფილმა თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მაშინ დაუწყო სროლა, როდესაც ისინი პირდაპირ ეთერში რესპოდენტთან ინტერვიუს წერდნენ.
We love you, Alison and Adam. pic.twitter.com/hLSzQi06XE
— WDBJ7 (@WDBJ7) August 26, 2015