ახალი ამბები

წინასწარი შეთანხმებაა – ჯაფარიძე საპატრიარქოსა და მთავრობაზე

21 მარტი, 2020 • 1351
წინასწარი შეთანხმებაა – ჯაფარიძე საპატრიარქოსა და მთავრობაზე

„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება საპატრიარქოს პოზიციასთანაა დაკავშირებული, თუმცა ეს მთავრობის და საპატრიარქოს წინასწარი შენთხმებაა.

პრეზიდენტმა პრემიერის წარდგინების შემდეგ 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. წინა დღეს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა მრავალსაათიანი კრების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკის მიუხედავად, ეკლესიებში არც მსახურება ჩერდება და არც ზიარების წესი იცვლება.

„ყველა ზომას, რომელიც გათვალისწინებულია საგანგებო მდგომარეობით, მთავრობა ისედაც ახორციელებდა. ერთადერთი სიახლე – 10 ადამიანზე მეტის ერთად შეკრების აკრძალვაა“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. მის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება შეიზღუდება. გიორგი გახარიას ჰკითხეს, ეს შეზღუდვა ეხება თუ არა ეკლესიებსაც, რაზეც უპასუხა, რომ შეზღუდვა ყველას ეხება.

„გასაგებია, რომ ეს ზომა კონკრეტულად ეხება საპატრიარქოს საჯარო პოზიციას, უცვლელად ჩაატაროს აღდგომის წირვის ხალხლმრავალი რიტუალი“, – აცხადებს ჯაფარიძე.

„ისიც გასაგებია, რომ მთავრობა რეალურად არ დაპირისპირებია სააპატრიარქოს და ესაა წინასწარი შეთანხმება – საპატრიარქომ მოახდინა დემონსტრირება, რომ მათი რწმენა ურყევია, ხოლო ხელისუფლებას მისცა თანხმობა, შემოვლითი გზით თავიდან აეცილებინა ვირუსის გავრცელებისთვის მაღალი რისკის შემცველი ხალხმრავალი ღონისძიება”, — აცხადებს „გირჩის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.

ნახეთ ასევე:

გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა – გახარია

რწმენით თამაში შესაძლოა სიკვდილით დასრულდეს – დიაკონი

მასალების გადაბეჭდვის წესი