უკანასკნელი მონაცემებით [21 მარტი, 16:00 საათი] საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 48 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და გაეწერა.
21 მარტს ოთხი ახალი შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი — დილის საათებში სამი შემთხვევა დაემატა, დღისით კი კიდევ ერთი დადასტურდა.
კარანტინში 1966 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვლყურეობის ქვეშ კი- 259.
გახარიამ განაცხადა, რომ საქართველო გადადის კორონავირუსის ქვეყნის შიგნით გავრცელების ეტაპზე და ამის თავიდან ასარიდებლად აცხადებენ ერთთვიან საგანგებო მდგომარეობას.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წარდგენიებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. გადაწყვეტილება პარლამენტმა დღესვე უნდა დაამტკიცოს.