ახალი ამბები

იძულებით კარანტინში 180 ადამიანია გადაყვანილი – შსს

21 მარტი, 2020 • 818
იძულებით კარანტინში 180 ადამიანია გადაყვანილი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოში თვითიზოლაციის წესების დარღვევის კიდევ 39 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

იმერეთის, სამეგრელოს, კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და აჭარის რეგიონებში მოქალაქეები, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს, საკარანტინო ზონაში იძულებით არიან გადაყვანილი.

თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 180 ადამიანია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ აღნიშნულ რეგულაციებს.

21 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი 47 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგანაც ერთი გამოჯანმრთელდა. კარანტინში 1966 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 259.

მასალების გადაბეჭდვის წესი