ახალი ამბები

იზღუდება 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება – გახარია

21 მარტი, 2020 • 2660
იზღუდება 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება – გახარია

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება შეიზღუდება.

გიორგი გახარიას ჰკითხეს, ეს შეზღუდვა ეხება თუ არა ეკლესიებსაც, რაზეც მან განაცხადა: „საქართველოს მთავრობის ძირითადი ამოცანა და მიზანი გახლავთ, ვიზრუნოთ მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა“.

მისი თქმით, შეზღუდვა ყველას ეხება.

გახარიამ დღეს განაცხადა, რომ საქართველო გადადის შიდა გავრცელების ეტაპზე და ამის თავიდან ასარიდებლად ერთთვიან საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს.

მართლმადიდებელი ეკლესია 19 აპრილს აღნიშნავს აღდგომის დღესასწაულს. საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე გაგრძელდება.

პრემიერი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს — საგანგებო მდგომარეობას პრეზიდენტი აცხადებს და პარლამენტი ამტკიცებს.

„ძირითადი ამოცანაა, ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

გახარიას თანახმად, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არაერთ აკრძალვას ითვალისწინებს.

გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა – გახარია

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი