ახალი ამბები

კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვი 47-მდე გაიზარდა

21 მარტი, 2020 • 1655
კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვი 47-მდე გაიზარდა

21 მარტის დილის მდგომარეობით [10:30], საქართველოში კორონავირუსი დამატებით 3 ადამიანს დაუდასტურა და საერთო რიცხვმა 47-ს მიაღწია.

ოფიციალური სტატისტიკით, გამოჯანმრთელდა 1 პაციენტი, 1 966 პირი კარანტინშია მოთავსებული, 259 კი – ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

მსოფლიოში კორონავირუსის 270 ათასზე მეტი ფაქტია აღრიცხული, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 11 400-ს გადააჭარბა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა იტალიაში, სადაც ბოლო 24 საათში 600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.


იმის გამო, რომ ქვეყანაში კორონავირუსი მასობრივად არ გავრცელდეს, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები. დაიხურა ყველა სავაჭრო ობიექტი გარდა სურსათის მაღაზიების, ბანკების, ბენზიგასამართი სადგურებისა და ფოსტისა. სრული სია ნახეთ აქ.

ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, მოერიდონ თავყრილობებს და დაიცვან დისტანცია ერთმანეთისგან, რათა დახურულ სივრცეში კორონავირუსი ვრცელდება სწრაფად და ერთ ინფიცირებულს რამდენიმეს დაავადება შეუძლია.

მასალების გადაბეჭდვის წესი