ეროვნული ვალუტა ლარი 3 თეთრით გაუფასურდა აშშ დოლართან მიმართებით, ევროსთან – 1 თეთრით. დღეს გამართული ვაჭრობის შედეგად, 21 მარტის კურსი განისაზღვრა შემდეგნაირად:
- 1 აშშ დოლარის ფასი იქნება 3.1880 ლარი;
- 1 ევროს ფასი იქნება 3.4230 ლარი.
ლარი დოლართან მიმართებით 3 თეთრით გამყარდა 19 მარტს მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა რეზერვებიდან $40 მილიონი გაყიდა, თუმცა დღეს ისევ გაუფასურდა.
ლარის მკვეთრ გაუფასურებას ეროვნული ბანკი კორონავირუსით გამოწვეულ მოვლენებს უკავშირებს.







