ახალი ამბებირეკლამა

პაშა ბანკი მომხმარებლებს 3-თვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს

20 მარტი, 2020 • 871
პაშა ბანკი მომხმარებლებს 3-თვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს

ქვეყანაში კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, პაშა ბანკის კლიენტები მიმდინარე სესხებზე 3-თვიანი საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ.

აღნიშნული შეღავათი გავრცელდება პაშა ბანკის, როგორც მცირე და საშუალო, ისე – მსხვილი ბიზნესის სესხებზე.

27 მარტამდე პაშა ბანკის თანამშრომლები ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან ყველა კლიენტს, დეტალურად გააცნობენ საშეღავათო პირობებს და სურვილის შემთხვევაში, მომხარებელს შეეძლება ისარგებლოს აღნიშნული შეთავაზებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი