ახალი ამბები

“ევროპული საქართველო” კომუნალური ვაუჩერების დარიგების ინიციატივით გამოდის

20 მარტი, 2020 • 1379
“ევროპული საქართველო” კომუნალური ვაუჩერების დარიგების ინიციატივით გამოდის

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, საქართველოში ყველა ოჯახს 120- ლარიანი კომუნალური ვაუჩერი უნდა გადაეცეს.

უფასო კომუნალური ვაუჩერებით არ უნდა ისარგებლონ იმ ადამიანებმა, რომელთაც წლიური შემოსავალი 40 ათას ლარზე მეტია.

“ევროპულ საქართველოში” ვაუჩერების დარიგებას საპენსიო შენატანების შეჩერების ხარჯზე ითხოვენ. როგორც ბაქრაძე განმარტავს, თუ მთავრობა ყოველთვიურ, სავალდებულო საპენსიო შენატანას რვა თვით შეაჩერებს, ბიუჯეტში 120-ლარიანი კომუნალური ვაუჩერების დასაფინანსებელი თანხა იქნება.

“ჩვენი ინიციატივით, საქართველოში ყველა ოჯახს, მათ გარდა ვისი წლიური შემოსავალიც 40 ათას ლარს აღემატება, 120-ლარიანი კომუნალური ვაუჩერები უნდა გადაეცეს. ჩვენ უნდა დავეხმაროთ არა მხოლოდ სოციალურად დაუცველებს, რომლებიც ტრადიციული დახმარების ჯგუფი არიან, არამედ საშუალო კლასის ათასობით ოჯახს, რომლებიც დღეს უხელფასო შვებულებაში არიან გაშვებული და მათ, ვინც არ იცის, ხვალ ექნება თუ არა სამსახური, შესაბამისად- შემოსავალი. ამ ინიციატივის მკაფიო დაფინანასების წყარო გვაქვს, საპენსიო შენატანის რვა თვის შეჩერებით ბიუჯეტში 130 მლნ ლარი იზოგება. ეს არის ზუსტად ის თანხა, რითაც შეიძლება თითოეულ ოჯახზე 120- ლარიანი კომუნალური ვაუჩერი გაიცეს”,-ამბობს ბაქრაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი