ახალი ამბები

თურქეთში, საქართველოს საზღვართან ახლოს, წყალდიდობას 8 ადამიანი ემსხვერპლა

25 აგვისტო, 2015 • 4458
თურქეთში, საქართველოს საზღვართან ახლოს, წყალდიდობას 8 ადამიანი ემსხვერპლა

როგორც თურქული მედია იუწყება, წყალდოდობა და მეწყერი შავი ზღვის რეგიონში, კერძოდ, ართვინში გადაუდებელმა წვიმებმა გამოიწვია.

 

ართვინის გუბერნატორმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ერთ-ერთი ოთხსართულიანი კორპუსის დატბორვას. მისი თქმით, ამ დროისთვის ორი ადამიანია დაკარგული და მათი პონვა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

 

თურქული მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ გადმოვიდა რამდენიმე მდინარე კალაპოტიდან და დატბორა ახლომდებარე ქუჩები. ერთ-ერთ კადრში ჩანს რიზე-ბათუმის ავტობუსი, რომელიც ასევე წყალშია მოქცეული.

 

BGNNews-ის ცნობით, ართვინში ტრაბზონის პროვინციის სამაშველო და თურქეთის პრემიერ-მინისტრის სპეციალური სამსახურები მუშაობენ. ბი-ბი-სი წერს, რომ ართვინის მხარე ცნობილია ხშირი ნალექებით და იქ წყალდიდობები ჩვეულებრივი მოვლენაა.


ართვინი თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, საქართველოს საზღვართან ახლოს მდებარეობს. © BBC
ართვინი თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში, საქართველოს საზღვართან ახლოს მდებარეობს. © BBC

ქალაქი ხოფა წყალდიდობის შემდეგ. © BGNNews.com
ქალაქი ხოფა წყალდიდობის შემდეგ. © BGNNews.com

დატბორილი რიზე-ბათუმის ავტობუსი. სქრინი tvnet-ის ვიდეოდან.
დატბორილი რიზე-ბათუმის ავტობუსი. სქრინი tvnet-ის ვიდეოდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი