ახალი ამბები

იმნაძე: პრაქტიკამ გვიჩვენა, ოჯახურ თვითიზოლაციაში ოჯახის წევრებიც ხდებიან ავად

20 მარტი, 2020 •
იმნაძე: პრაქტიკამ გვიჩვენა, ოჯახურ თვითიზოლაციაში ოჯახის წევრებიც ხდებიან ავად

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე იმ პირებს, რომლებიც ოჯახურ პირობებში იმყოფებიან თვითიზოლაციაში, მოუწოდებს, ოჯახის წევრებთანაც დაიცვან იზოლაციის წესები და მაქსიმალურად მოერიდონ ერთმანეთთან კონტაქტს.

იმნაძის თქმით, პრაქტიკამ აჩვენა, რომ ვინც ოჯახურ თვითიზოლაციაში იმყოფება, ოჯახის წევრებსაც აავადებენ, რადგან ერთმანეთთან იზოლაციის წესებს არ იცავენ:

“მინდა ყველას მოვუწოდო, ვინც არის თვითიზოლაციაში ოჯახურ პირობებში, მაქსიმალურად მოერიდონ ოჯახის წევრებთან კონტაქტსაც. როგორც პრაქტიკამ გვაჩვენა, ვინც იმყოფებოდა ოჯახურ თვითიზოლაციაში, ოჯახის წევრებიც ხდებიან ხოლმე ავად. ოჯახი კი არის იზოლაციაში, მაგრამ ერთმანეთთან არ არიან იზოლაციაში. ვინც ოჯახში არის თვითიზოლაციაში, ერთმანეთთანაც დაიცავით თვითიზოლაციის წესები”, – ამბობს პაატა იმნაძე.


20 მარტის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 43-მდე გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელებულია ერთი.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის იმყოფება 1575 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 275.

მასალების გადაბეჭდვის წესი