ახალი ამბები

ხუნდაძე: საგანგებო მდგომარეობამდე დაგვრჩა ერთი ნაბიჯი

20 მარტი, 2020 • 874
ხუნდაძე: საგანგებო მდგომარეობამდე დაგვრჩა ერთი ნაბიჯი

როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე ერთი ნაბიჯი დარჩა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მთავრობის კანცელარიაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკონსულტაციო საბჭოს დაწყებამდე უთხრა.

“ჩვენ საგანგებო მდგომარეობამდე დაგვრჩა ერთი ნაბიჯი. დღეს განვიხილავთ ამ ვითარებას, შევაფასებთ ეპიდსიტუაციას საქართველოში და ზოგადად მსოფლიოში. ჩვენ ევროპასთან შედარებით მოვიგეთ 3 კვირა. ჩვენ პირველი, შეკავების ფაზა წარმატებულად გავიარეთ. ახლა შევდივართ პრეკრიზისულ ფაზაში, რომელიც დახლოებით 1-2 კირა გაგრძელდება და მოჰყვება კრიზისული ფაზა, როცა იქნება გავრცელების მოჭარბებული შემთხვევები. სწორედ ამას ვეძახი უფრო რთულ ვითარებაში გადასვლას” ,- ამბობს დიმიტრი ხუნდაძე.


20 მარტის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 43-მდე გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელებულია ერთი.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 20 მარტიდან დაიხურა ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიების, აფთიაქების, ბანკების, ბენზინგასამართი სადგურებისა და ფოსტისა.

სავაჭრო ობიექტები იხურება

 

მასალების გადაბეჭდვის წესი