ახალი ამბები

„ფული თანამშრომლებს მიეცით“ – აშშ-ში კომპანია ქირის ფულის მიღებაზე უარს ამბობს

19 მარტი, 2020 • 732
„ფული თანამშრომლებს მიეცით“ – აშშ-ში კომპანია ქირის ფულის მიღებაზე უარს ამბობს

აშშ-ში, ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად, რესტორნების და სხვა მსგავსი დაწესებულებები იკეტება, მშრომელთა ნაწილი ხელფასის ან სულაც სამსახურის გარეშე რჩება.

ადგილობრივი რესტორნებისა და მცირე ბიზნესის დასახმარებლად ერთ-ერთმა საინვესტიციო ჯგუფმა, რომელიც ფართს რამდენიმე ბიზნესს აქირავებს, მფლობელებს განუცხადა, რომ ქირა არ გადაეხადათ და სანაცვლოდ ეს ფული თავიანთი თანამშრომლებისთვის მიეცათ. ინფორმაციას ამის შესახებ CBS News ავრცელებს.

კომპანია Young Investment Company-მ, რომელიც არკანზასში ოპერირებს და ფართი რამდენიმე რესტორნისთვის აქვს მიქირავებული, ფეისბუქში განცხადება გამოაქვეყნა: „გთხოვთ, რომ ეს ფული თქვენს თანამშრომლებს მისცეთ და თქვენს ოჯახებს მოახმაროთ. იყავით ძლიერები! ამას ერთად გადავლახავთ!“, — ნათქვამია განცხადებაში.


მსოფლიოში (ჩინეთის ჩათვლით) შემთხვევების რიცხვი 218 815-ია, გარდაცვალებები — თითქმის 9 000, გამოჯანმრთელების შემთხვევები — 80 000-ზე მეტი.

საქართველოში კორონავირუსი 40 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც ერთი განიკურნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი