ახალი ამბები

$40 მლნ გაყიდვის შემდეგ ლარი დოლართან 2.3 თეთრით გამყარდა

19 მარტი, 2020 • 806
$40 მლნ გაყიდვის შემდეგ ლარი დოლართან 2.3 თეთრით გამყარდა

დღევანდელი სავალუტო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან 2.3 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.15 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული ვალუტა 8.8 თეთრით გამყარდა ევროსთანაც, შედეგად, ევროს ოფიციალურმა კურსმა 3.41 ლარი შეადგინა.

ვალუტის გამყარებას წინ უძღოდა საქართველოს ეროვნულმა ბანკის მიერ დღეს სავალუტო აუქციონზე რეზერვებიდან 40 მლნ აშშ დოლარსი გაყიდვა.

გუშინ, 18 მარტს, ლარი ევროსთან და დოლართან 10 თეთრით გაუფასურდა და ერთი ევროს ოფიციალური კურსი 3.49 ლარი, დოლარის კი – 3.18 ლარი იყო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი