ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ამ პროექტის ფარგლებში 90, ხოლო საქართველოს მასშტაბით 1 200 ეკომიგრანტ ოჯახს დაუკანონდება საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი.
ამ მიზნით, დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, აჭრის ა/რ მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე, სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიული ერთეულის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე და ნინოწმინდის გამგებელი გაგიკ კარსლიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდნენ. მთავრობის წევრებმა დაათვალიერეს 2015 წლის 18 მაისს საქართველოს მთავრობის N996 განკარგულებით დამტკიცებული პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები („სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების ფაქტობრივ სარგებლობაში არსებული უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემის მიზნით მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელების თაობაზე“).
დღესვე, ქ.ბათუმის N 1 პოლიკლინიკის 11 სხვადასხვა პროფილის ექიმმა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადგილობრივი და სტიქიური მოვლენების შედეგად აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებიდან ჩასახლებული მოსახლეობისათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაატარა.