“წაღებულია სამანქანო ხიდი, რის გამოც თბილისთან მოძრაობა შეუძლებელი ხდება, ხალხია ჩახერგილი, ვერ მიდიან სამსახურებში, არ არის შუქი, წყალი და არაფერი, მაღაზიაში გადასვლაც შეუძლებელია”, – განუცხადა რუსთავი 2-ს ადგილობრივმა მცხოვრებმა გიორგი რევაზიშვილმა.
რაჭის გუბერნატორის პაპუნა მარგველიძის განცხადებით, ძლიერი წვიმის გარდა, ზარალი ონის რაიონს ძლიერმა ქარმაც მიაყენა, რის გამოც რამდენიმე შენობას მოხდილი აქვს სახურავი და წაქცეულია ხეები.
“მობილიზებულია სამაშველო სამსახური და ტექნიკა და მიმდინარაობს აღდგენითი სამუშაოები”, – აცხადებს მარგველიძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინწინ ღამით სტიქიამ კახეთის რეგიონი დააზარალა, სადაც რამდენიმე სოფელი დაისეტყვა და მოსავალი გაანადგურა, ასევე, დააზიანა საცხოვრებელი სახლები.








