ახალი ამბები

3 პაციენტის მდგომარეობა პრობლემურია, მათგან ერთი 80 წელზე მეტისაა – ეზუგბაია

19 მარტი, 2020 • 1525
3 პაციენტის მდგომარეობა პრობლემურია, მათგან ერთი 80 წელზე მეტისაა – ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 31 პაციენტიდან 3-ის მდგომარეობა პრობლემურია მათი სხვა დაავადებებიდან გამომდინარე. ამის შესახებ ეზუგბაიამ ჟურნალისტებს დღეს, 19 მარტს უთხრა:

“ჩვენთან არის 31 პაციენტი, აქედან 3 პაციენტის მდგომაერობა არის პრობლემური, რაც ნიშნავს, რომ მათ გარკვეულწილად რისკის შემცველი გარემოებები აქვთ. ერთ-ერთი ასეთი პაციენტია, რომლის ასაკი არის 80 წელზე მეტის და მას აქვს თანმხლები მძიმე ნევროლოგიური დაავადება… გარდა ამ პაციენტისა, კიდევ ორი პაციენტი გვყავს, ერთთან არის ჰიპერტონული დაავადება და მეორესთან ამ ეტაპზე ობიექტური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ გამომსახველობით კვლევა ანუ კომპიუტერული ტომოგრაფია დინამიკურად იყო გაუარესებელი”, – განმარტა ეზუგბაიამ.

19 მარტის დილის მდგომარეობით, საქართველოშიკორონავირუსი ლაბორატორიულად 40 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 1 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1 344 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 216.

მასალების გადაბეჭდვის წესი