ახალი ამბები

დაბადების დღეს არ ვიხდი – მინდა, მაგალითი მოგცეთ ვირუსთან საბრძოლველად – პრეზიდენტი

18 მარტი, 2020 • 1437
დაბადების დღეს არ ვიხდი – მინდა, მაგალითი მოგცეთ ვირუსთან საბრძოლველად – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართვას ავრცელებს — ამბობს, რომ კორონავირუსის გავრცელების ფონზე, დაბადების დღეს არ აღნიშნავს და მოსახლეობას მისგან მაგალითის აღებისკენ მოუწოდებს.

„დღეს არც მეგობრები მყავს სახლში და არც ვიხდი დაბადების დღეს. ეს უნდა შევიგნოთ, რომ დღეს არ არის არც დაბადების დღის გადახდის, არც ქელეხის, არც ქორწილის დრო. ეს ყველაფერი ცოტა ხნით უნდა გადავდოთ”, — ამბობს პრეზიდენტი 18 მარტს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

ზურაბიშვილი ასევე ამბობს, რომ ახლანდელი პერიოდი ყველასთვის მძიმეა და მოსახლეობას ერთიანობისკენ მოუწოდებს: „ეს არის ის გამოწვევა, რომელსაც უნდა გავუმკლავდეთ ერთად, თუმცა დისტანციურად“.

მასალების გადაბეჭდვის წესი