ახალი ამბები

კორონავირუსის გამო ევროვიზია გადაიდო

18 მარტი, 2020 • 835
კორონავირუსის გამო ევროვიზია გადაიდო

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო ევროვიზიის მუსიკალური კონკურსი, რომელიც წელს ნიდერლანდებში მაისში უნდა გამართულიყო, გადაიდო.

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, იმსჯელებენ იმის თაობაზე, რომ წლევანდელის ნაცვლად 2021 წელს კონკურსი კვლავ როტერდამში გაიმართოს.

ორგანიზატორების თქმით, უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში კონკურსის ჩატარების ალტერნატიულ გზებზე მუშობდნენ, თუმცა რისკებიდან გამომდინარე მისი გადადების გადაწყვეტილება მიიღეს.

წელს ღონისძიება 65-ედ, 12, 14 და 16 მაისს უნდა გამართულიყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი